მაჟორიტარის ბიუროში თოლორაიას მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას არ ადასტურებენ (ვიდეო)
15:11 / 24.04.2018
„ჯერჯერობით, არაფერია, არანაირი პარტია არ დაუტოვებია, ეს არის
ჭორი“, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“
ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თავმდჯომარემ ბეჟან შანავამ უთხრა.
ინფორმაცია თოლორაიას მიერ პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ მედიაში
გუშინ გავრცელდა. თავად ედიშერ თოლორაიას რადიო „ათინათი“ სატელეფონო
ნომრებზე ვერ დაუკავშირდა.
„ქართული ოცნებაში“ დაპირისპირება არ ყოფილა - ამის შესახებ
ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ განუცხადა. ჟურნალისტების
კითხვაზე, დატოვა თუ არა მმართველი გუნდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ, პარტიის ზუგდიდის
ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინფორმაციას
არ ფლობს.
„პირველად მესმის თქვენგან ახლა ეს. ასეთი რამ არ ყოფილა. ჩვენ ერთი
გუნდი ვართ და ყველა ერთად მივდივართ წინ“, - აღნიშნა გოგიამ.
ამავე აზრზეა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაიაც. მან
მედიას უთხრა, რომ ინფორმაციას თოლორაიას მიერ პარტიის დატოვებაზე არ
ფლობს და ყოველგვარ მასშტაბურ დაპირისპირებას უარყოფს.
„მე არ მგონია, რომ მასშტაბური დაპირისპირება არსებობდეს. არ მგონია,
რომ ედიშერ თოლორაიამ დატოვოს პარტია, არ გამაჩნია ინფორმაცია. ჩვენ
ერთიანად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი საპრეზიდენტო
არჩევნებისთვის“, - თქვა ქვარაიამ.
აღნიშნული განცხადებები მათ "ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციის
დასრულების შემდეგ გააკეთეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები