ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი საკლასო
ოთახი დაზიანდა. ამის შახებ რადიო
„ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერმა
დავით გოგუამ უთხრა. მის თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე
დროულად მივიდა და ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
მერის ინფორმაციით, მოსწავლეების ევაკუაცია დროულად
მოხდა და არავინ დაშავებულა. "ცეცხლი მეორე სართულზე, ერთ-ერთ
საკლასო ოთახში გაჩნდა. სამაშველო ღონისძიებები დროზე
გატარდა და არ არიან დაშავებულები",
- თქვა გოგიამ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები