ახალი ამბები
პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი შესაძლო დისკრიმინაციის გამო შეწყდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერის შეწყვეტა მოუწია. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ტენდერის რამდენიმე პირობა ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა. შპს „ჯი-თი“ მიიჩნევს, რომ ტენდერში დისკრიმინაციული ჩანაწერია და ქმნის არაკონკურენტულ გარემოს. საჩივარი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კომპანიამ სატენდერო დოკუმენტაციის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომელშიც პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნებია ჩამოთვლილი.

„ჯი-თი“თვლის, რომ აღნიშნული პირობები ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის რამდენიმე მუხლს, მათ შორის, პუნქტს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციულ, არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორ მოპყრობას უზრუნველჰყოფს. გარდა ამისა, საჩივარში აღნიშნულია, რომ მოთხოვნები ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის რამდენიმე მუხლსა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლებსაც ეწინააღმდეგება.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სატენდერო მოთხოვნების ნაწილი არ ემსახურება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებას, იწვევს დისკრიმინაციულ, არათანასწორ მოპყრობას მიმწოდებლების მიმართ და ხელს უწყობს არაკონკურენტიანი გარემოს შექმნას. სწორედ ამიტომ „ჯი-თი“ დავების საბჭოს პირობების გაუქმება ითხოვა.

დავების საბჭომ აღნიშნული საჩივარი განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამასთან, საბჭომ დაადგინა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს სატენდერო დოკუმენტაციის სადავო მოთხოვნების, მათი მიზნებისა და მიზანშეწონილობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.

თავის მხრივ, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ სატენდერო პირობებს გადახედავენ. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილება ვერ განხორციელდება, ამიტომაც კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გადასინჯვის პროცესში ტენდერი შეეწყვიტათ.

უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სადავო პირობები შეცვალონ. დეპარტამენტში პირობების რომელიმე კომპანიისთვის შესაძლო მორგების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.



ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების ტენდერი პირველად გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა. მეორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.