მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია რუხი მოლთან გამართეს (ვიდეო)
12:05 / 05.05.2018
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
ტრანსპორტის მძღოლებმა, სავაჭრო ცენტრ "რუხი მოლის" მიმდებარედ დღეს
აქცია გამართეს.
ისინი ქალაქში არსებული სხვა სადგურების დახურვას ითხოვენ.
„მოვითხოვთ ყველა იმ სადგურის დახურვას, რომელიც ულიცენზიოდ მუშაობს.
მათ გადასახადები არ შეაქვთ, ჩვენ კი გვახდევინებენ. მოგვაქციონ
ყურადღება და მოაგვარონ ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში
ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ“, - აცხადებენ მძღოლები.
არსებული ინფორმაციით მძღოლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რასაც
თავად აქციის მონაწილეები უარყოფენ.
შს სამინისტრის ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
„ერთმა მძღოლმა გააკეთა შეტყობინება, რომ დანარჩენმა ორმა მიაყენა
ფიზიკური შეურაცხყოფა და მიმდინარეობს გამოკითხვები 126- ე მუხლით“, -
აცხადებენ შსს-ში.
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
ტრანსპორტის მძღოლები გუშინ გაიფიცნენ.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პოლიციელები, დავით ყოლბაია და ლევან გოგია მივიდნენ, სადაც მათ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა გააპროტესტეს.
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს 70 - მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება. ამის შესახებ ე.წ. ცესკო - ს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა „აფსნიპრესს“ განუცხადა.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ახალგაზრდული საერთაშორისო ჯილდოს, PACEY Award-ის გამარჯვებულია. მან ევროპული პროექტის კატეგორიაში სამ ნომინანტს შორის გაიმარჯვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები