ახალი ამბები
გიგი უგულავა: ცაიში ბათუმის პლაჟი გეგონებათ
ცაცხვის 74-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც იმყოფება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციური პარტიის მოლოდინი ოპტიმისტურია, რადგან მათ კანდიდატს მმართველი პარტიის დამარცხების გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება წინა საარჩევნო პროცესებს, უგულავა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსი კენჭისყრის დღემდე გამოიყენა.

"ერთი კვირაა ცაიშში ვცხოვრობ და ბათუმის პლაჟი გეგონებათ, იმდენი ხრეშია დაყრილი, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. სხვა სოფლებში რომ მიხვიდეთ, ბევრი ორმოა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უფრო მეტი გააკეთოს. თუ გოდერძი კუკავა გაიმარჯვებს, მაშინ ის ხრეში ასფალტით დაიფარება. იმედი მაქვს, რომ ცაიშელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. აქვე ხედავთ, რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, კანონის სრული დაცვით მიგვეწოდებინა ამომრჩევლისთვის ინფორმაცია ხმის მიცემის ელექტრონული პროცესის შესახებ. დავდგით მონიტორი, თუმცა ხედავთ, როგორ ეფარებიან. ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს თავისი უკანალით ფარავს“- თქვა გიგი უგულავამ.



თავის მხრივ, ადმინისტრაციულ რესურთან დაკავშირებულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც ამავე უბანზე იმყოფება.

„ცივი წყალი დალიოს“, - ამ პასუხით შემოიფარგლა გოგია.



დღეს ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ამავე თემაზე:

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.