ცაიშში, #74 საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი კომისიის
წევრის მიმართ, რომელიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, საჩივარი
დაწერა. საჩივრის შინაარსის თანახმად, რეგისტრატორი უკანონოდ
ამუშავებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფ ამომრჩეველთა მონაცემებს.
კერძოდ, ცალკე ფურცელზე იწერდა სახელს და გვარს გაურკვევლი
მიზნებით.
კითხვაზე, თუ რა მიზნით ინიშნავდა ის ამომრჩეველთა ვინაობებს თქვა,
რომ იწერდა იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც არჩევნებზე არ
მივიდნენ.
მანამდე, სამივე საარჩევნო უბანზე ერთმანეთის იდენტური საჩივარი
დაიწერა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულმა საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრებმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში
მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ცესკოს ცნობით, კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი
აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში
აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა
წარმომადგენელმა.
ცაიშში დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საკრებულოს წევრობისთვის
სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული
საქართველოდან", ბაჩუკი ნარუშვილი "თავისუფალი საქართველოდან" და
"ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია იბრძვის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები