რეგიონი
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში, რომელიც ზუგდიდში 9-10 ივნისს გაიმართება, თბილისიდან მოწვეული პოეტები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ესენია: ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ლუკა ბაქანიძე, ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი. ღონისძიების იდეის ავტორები ზუგდიდელი ახალგაზრდები ტატო ჩანგელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია არიან.

"დღეისათვის თბილისში უამრავი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება. მასზე დასწრება და მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებებს, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლიათ. ეს დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან და კიდევ ბევრ დეტალთან. სამწუხაროდ, არც ზუგდიდია გამონაკლისი. ხშირ შემთხვევაში, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ კულტურულ აქტივობებზე, რაც თბილისში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას. ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას და არ იყოს დიდი წყვეტა თბილისთან, რაც ასე თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ფესტივალის ზუგდიდში ჩატარება სხვა საინიციატორო ჯგუფებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რათა მომავალში რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ", - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ლაშხია.

მისივე თქმით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, კონკრეტულად, სად ჩატარდება ფესტივალი.

ფესტივალის პარტნიორია გამომცემლობა "ინტელექტი", გენერალური სპონსორი - "შაუნდერს Gროუპ-ი". სპონსორები: "ლაზიკა კაპიტალი", "ცერერა", შ.პ.ს "ზუგდიდის სუპერმარკეტი", ბარ-რესტორანი “El Barko” და „Art hostel-ი”.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.