ახალი ამბები
შამბა: გალის რაიონი ჩვენს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს ანკლავად არ უნდა იქცეს
პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ სერგეი შამბამ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისია და "თუ უახლოეს დროში მოქმედი მთავრობა გონს არ მოეგება და საგანგებო ზომებს არ მიიღეს, სიტუაცია ქვეყანაში უკონტროლო გახდება". ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ის გალის მოსახლეობის ინტეგრაციას მიიჩნევს, წერს "აბხაზია ინფორმი".

"მე კარგა ხანია ვამტკიცებ იმას, რომ გალის მეგრელების პრობლემა მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურებით და პასპორტების მასობრივი დარიგებით ან ამოღებით ვერ გადაწყდება . ამ რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციის პრობლემა არა მარტო ჩონოვნიკების ძალისხმევით, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის ძალებით უნდა მოგვარდეს. ჩვენი რესპუბლიკისთვის მთავარი საშიშროებაა, რომ გალის რაიონი ჩვენს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს ანკლავად არ იქცეს ",- განაცხადა შამბამ.

ხაჯიმბას მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას, ის გიორგი ლუკავას გათავისფულების ფაქტსაც შეეხო, რასაც, თავის დროზე, აფხაზური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, "ხალხის აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ იმან, რომ ტერორისტი გაათავისუფლეს, არამედ იმანაც, რომ ეს ხელისუფლების მიერ ვეტერანებისა და მათი ოჯახების მიმართ გატარებული პოლიტიკის ფონზე მოხდა".

სერგეი შამბამ, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის გალში ჩატარებული კონცერტიც გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ძალიან "სპეციფიურად გამოიყენა თბილისმა".

"შესაძლოა, სხვა დროს ამ ინცინდენტისთვის ყურადღებაც არ მიექციათ, თუმცა, ამ ისტორიაში, როგორც სარკეში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამჟამინდელმა მთავრობამ წარმოშვა - ესაა გალის რაიონში არსებული სიტუაცია", - განმარტა "ერთიანი აფხაზეთის" ლიდერმა.

ოპოზიციურმა პარტია "ამცახარამ" დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური ძალები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. ისინი ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, "მან ვერ ჩამოაყალიბა ქმედითუნარიანი მთავრობა, არ გაატარა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა".

"ამცახარას" რიგით მეათე ყრილობა, სოხუმში 5 ივნისს გაიმართა, მას 600 დელეგატი და სტუმარი ესწრებოდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.