რეგიონი
GHGA -ის ,,აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და წამლობის პროგრამა'' და მე-2 მრგვალი მაგიდა საკოორინაციო შტაბში
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, შედგა რიგით მე-2 მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA), "ფერერო/აგრიჯორჯიას", სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრაზე ჩატარდა "GHGA აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამის" პრეზენტაცია, რომლის შესახებაც ისაუბრა მოწვეულმა ექსპერტმა მატეო მასპერომ (იტალია), აღნიშნული პროგრამა მავნებლის პოპულაციის მონიტორინგთან ერთად მოიცავს დამატებით დაკვირვებას აზიური ფაროსანას თვისებებზე და ქცევაზე, როგორც სასოფლო ასევე არასასოფლო კულტურებზე, სხვადასხვა რეგიონში და განსხვავებულ კლიმატურ ზონებში. ასოციაციის სპეციალისტები ახდენენ ინფორმაციის გენერირებას საქართველოს თხილის მწარმოებელი რეგიონებიდან, სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, კახეთი. აღნიშნული რეგიონები დაყოფილია 12 მაკრო და 50 მიკრო ზონად, რომლებიც განსხვავდება არსებული კლიმატური და ტემპერატურული თავისებურებებით.



GHGA აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით აღნიშნული პროგრამის ფარბლებში ფერმერებს მიმდინარე სეზონზე გადაეცათ 100 ერთეული მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი, არსებული მონაცემებით პირველი წამლობა (მარტი-აპრილი) ჩაატარა ფერმერების 63.2%_მა, ხოლო მეორე წამლობა (აპრილი-მაისი) ფერმერების 78.3%_მა. არსებული მონაცემებით სოფლებში სადაც წარმოდგენილია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, 5000 მდე ფერმერმა ჩაატარა გეგმიური წამლობა, ხოლო ასოციაციის SMS კომუნიკაციის სისტემის საშუალებით წამლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიიღო 8200 მდე ფერმერმა. ასევე ამ დროისათვის "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" მიერ შექმნილი "ფერმერთა მომსახურების ცენტრის სერვისებით უკვე ისარგებლა დაახლოებით 3500 მდე ფერმერმა. ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს მე-3 წამლობის სამუშაოები აზიური ფაროსანას და სხვა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.