ახალი ამბები
„მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა“ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის (ვიდეო)
ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ღონისძიება „მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა“ მოაწყო.



პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სასადილოს ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა სიმღერები და ლექსები შეასრულეს. „ამ დღის მიზანია, რომ მეტი მზრუნველობა და მხარდაჭერა დავანახოთ ამ ადამიანებს. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ვისაც შეუძლია მსგავსი ღონისძიების ორგანიზაება, გაუხალისოს თუნდაც ერთი დღე მათ“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარი შონიამ.

თავად ბენეფიციარებმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მარტოდ არ იგრძნონ თავი.

ბენეფიციარებთან დღეს ზუგდიდის მერი ლაშა გოგიაც იმყოფებოდა, რომელმაც სასადილოს ბენეფიციარები 25 ივნისს დაგეგმილ ანსამბლ „ივერიას“ კონცერტზე მოიწვია, რომელიც „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მათ უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის სასიამოვნო და უზრუნველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და ამ სერვისის გაუმჯობესებაა“- აღნიშნა მერმა.

ღონისძიება პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით (BST) ხორციელდება. პროექტს ცენტრი “აფხაზეთი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ქ. სოხუმში მსგავსი ფორმატით ახორციელებს. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 40 ახალგაზრდა ქალი ოთხ სხვადასხვა ხელობას 4 თვის მანძილზე შეისწავლის. გარდა ამისა, მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში. პროექტი 6 თვეს გაგრძელდება და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
18 / იანვარი 2025
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელის, მარიამ სიჭინავასა და აქტივისტ კერენ ესებუას პროცესი გაიმართა.
18 / იანვარი 2025
დღეს, 18 იანვარს, თბილისში, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს, რომლებიც არაერთხელ დააჯარიმეს აქციაზე ნიღბის ტარების და ფეიერვერკის გამოყენების გამო.
18 / იანვარი 2025
ტყვარჩელის რაიონში, ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აკარმარას ფიდერთან 300 მეტრის სიგრძის მავთული მოიპარეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.