ახალი ამბები
„ანაკლია სითი“ წამყვან ჩინურ კომპანიასთან ითანამშრომლებს
„ანაკლია სითის“ გუნდი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით 27-28 ივნისს ჰონგ კონგში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ანაკლია სითისა“ და კომპანია „China merchants da Kerry logistics-ის“ წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური მოთამაშეა.

ქეთი ბოჭორიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰონგ კონგში გამართულ გლობალურ კონფერენციაში „Belt and Road Summit” და საერთაშორისო ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტებს წარუდგენს.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც.

კონსორციუმის ინფორმაციით, „ანაკლია სითი“ ასევე შეხვედრებს გამართავს ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი სამომავლო თანამშრომლობასა და კორპორაციის ინტერესს განიხილავს.

შეხვედრა შედგება Hong Kong International Arbitration Center-ის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქალაქ ანაკლიის წარმომადგენლები პოტენციური თანაშროლობა და გამოცდილების გაზიარებას განიხილავენ.


კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა, რომელზეც საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.