რეგიონი
რუსლან ადჟბა: აფხაზეთში პენსიონერები დასაქმებულებს სჭარბობენ
აფხაზეთში პენსიები ამ ეტაპზე არ გაიზრდება, რადგან პენსიონერების რაოდენობა დასაქმებულებისას სჭარბობს, ამის შესახებ ადგილობრივი  ტელევიზიის პრესცენტრში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის შრომის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა რუსლან ადჟბამ განაცახადა.

მისი ცნობით, ამჟამად აფხაზეთში 50 ათასზე მეტი პენსიონერია, მათგან 36 ათასი ასაკობრივ პენსიას (500 რუბლი) იღებს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 42 ათასს შეადგენს. მისივე ცნობით, „ადგილი აქვს შემოსავლების დამალვას, შესაბამისად, მოქალაქეებს საპენსიო ფონდში არ შეაქვთ გადასახადები. ასევე, ამ სქემიდან ამოვარდნილები არიან სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც არანაირ გადასახადს არ იხდიან“. ადჟბას თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება საპენსიო უზრუნველყოფის ახალი კონცეფცია, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში ამოქმედდება.

სოციალურ პროგრამებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2017 წლიდან, გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში გახსნილია შშმ ბავშვების განვითარების სამი ცენტრი. გარდა ამისა, არსებობს სოციალური პროგრამა - „სახლი - ინტერნატი“ ხანდაზმულებისთვის, რომელიც 53 ადამიანზეა გათვლილი. ასევე, უკვე წელიწადნახევარია მოქმედებს პროგრამები, რომლებსაც იუნისეფი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, საერთო ჯამში, 420-ზე მეტ ბავშვს ეწევა იურიდიული და საკონსულტაციო დახმარება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.