ახალი ამბები
როგორია კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფცია (ფოტო)
ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფცია უკვე შედგენილი და დამუშავებულია. ამ კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილის მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა, მისი პორტრეტის შექმნა, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით. ასევე, კ. გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს რეკონსტრუქცია, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს შექმნა-აღდგენა.

სწორედ მასზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს სახლ-მუზეუმის საპროექტო დოკუმენტაცია. თავის მხრივ, კომპლექსი სწორედ ამ პროექტის შესაბამისად რეაბილიტირდება.



არსებული სიტუაცია 

შესაბამისი ტენდერი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა და მისი ღირებულება თითქმის 34 000 ლარია. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულის შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს. დოკუმენტაციის თანახმად, მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდეტმა - სამშენებლო კომპანია „ივერთმშენმა“ მიიღო.

რაც შეეხება განვითარების კონცეფციას, რომელიც ირმა დოლიძემ, ნინო ვაჩეიშვილმა, გიგა მისრიაშვილმა და გიორგი სოსანიძემ გასულ წელს შეადგინეს, კომპლექსში მოეწყობა რამდენიმე ზონა.



სახლ-მუზუემის გენგეგმა

პირველი იქნება ვიზიტორთა მიღების, საინფორმაციო, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა, სადაც განთავსდება ვიზიტორთა მიღების სათავსოები.


საექსპოზიციო სივრცე

კომპლექსის მთავარი, თემატური საინტერპრეტაციო სივრცე გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის ნაგებობაში, რომელიც მოიცავს საგამოფენო დარბაზს, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ექსპონირებით, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების, უშუალოდ მწერალზე არსებული დოკუმენტური ფილმებისა და სხვა ელექტრონული მასალების ნახვა. აქვე სპეციალური სივრცე დაეთმობა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თემას, სადაც შესაძლებელია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტირაჟირებულ ასლზე საკუთარი ხელმოწერის გაკეთება და სამახსოვრო სუვენირად წაღება.



წყარო 

საზოგადოებრივ- კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებული სცენა კულისებით რეკონსტრუირდება და სცენა გამოიყენება სპექტაკლების, კონცერტების, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის. საგანამანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები განხორციელდება როგორც დახურულ, ისე კომპლექსის ღია სივრცეში თამაშებისა და აქტივობებისთვის.


სცენა

რაც შეეხება ეთნოგრაფიულ ზონას, აქ მეგრული კარ-მიდამო რეკონსტრუირდება შესაბამისი ინტერიერებით:  ოდა სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბეებით; - ჯარგვალი, მოეწყობა წყლის წისქვილის მდ. ზანაზე და რეაბილიტირდება ხიდი, აქვე იქნება მარანი ხეში ამოთლილი საწნახელით და ვარსებული ნალია, ზანას ნაპირზე კი თევზის და კიბორჩხალის საჭერად ფაცერების მოეწყობა.


ხიდი მდინარე ზანაზე 

უკანასკნელი ზონის სახელწოდებაა „ევროპისაკენ - დამოუკიდებლობით“, სადაც მუზეუმის ვიზიტორი კარიბჭიდან მიმავალი ცენტრალური ბილიკით, კომპლექსის სიღრმეში აღმოჩნდება მრავალწლიანი ხე-ნარგავებით დაბურულ ოაზისში, სადაც მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე ზანას ულამაზესი ხვეული მონაკვეთია. აქ, ისტორიულ წყაროსთან გათვალისწინებულია საბაღე სკამზე ჩამომჯდარი მამა-შვილის, დიდი კონსტანტინეს და პირველი პრეზიდენტის ბრინჯაოს სკულპტურული კომპოზიცია; თემას დაასრულებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა, რომელზეც 1918 და 1991 წლების ვერცხლზე ამოტვიფრული აქტებია ჩამონტაჟებული მრავალფენა გამჭვირვალე მინაში. მინის სტელის საფუძველი მთის ბროლის უმტკიცესი ქანების მხატვრული ფრაგმენტია. სტელას აგვირგვინებს საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ქვა-ჯვარის რეპლიკა, ასევე მთის ბროლში გათლილი. მუზეუმის თემატური ზონების გამაერთიანებელი იქნება ეზოს მცენარეული საფარი, მისი დიზაინი და კეთილმოწყობა.


დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მემორიალური სტელა

დასასვენელელი სკამებით, ურნებით, ბილიკებით, ინგლისური პარკის ელემენტებით, რომელიც ასევე ერთგვარი გამყოფიც იქნება მუზეუმის მეორე – მემორიალური ზონისგან.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. ის 1987 წელს დაარსდა და იქ 168 სამუზეუმო ექსპონატია დაცული.


წყლის წისქვილი 

სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს: ოდა სახლი, ჯარგვალი, ნალია, ღია ცის ქვეშ მოწყობილი სცენა, სველი წერტილი, შესასვლელი „კარიბჭე”.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.