გრიგოლ ვაშაძე ანაკლიაში: სამეგრელო არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი (ფოტო, ვიდეო)
21:39 / 25.07.2018
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ
წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოდან
დაიწყო. ის მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერებთან ერთად ზუგდიდში
მატარებლით დღეს ჩამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდის ქუჩებში
მოქალაქეებს გაესაუბრო, საბოლოოდ კი შეხვედრა ანაკლიაში
ადგილობრივებთან გამართა.
ვაშაძის თქმით, კამპანიის სამეგრელოდან დაწყების მთავარი მიზეზი ის
არის, რომ სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია. მან აქ
არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„აქაური მაცხოვრებელი პატრიოტიზმში არავის შეეჯიბრება, თუმცა, თუ
საჭირო გახდა, სამეგრელოდან პატრიოტიზმის ექსპორტი შეიძლება.
სამწუხაროა, რასაც აქ ვხედავთ. ყველაფერი გაჩერებულია. არაა სამუშაო
ადგილები, ღირსეული შემოსავლები, ადამიანები ვერ ხედავენ
პერსპექტივას, ჩავარდნილია საკურორტო სეზონი. ასე გაგრძელება არ
შეიძლება. ჩვენ ამ არჩევნებში სამეგრელოს თითოეულ მოსახლესთან ერთად
აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავაყენებთ მთავრობას, რომელიც უსუსური,
უცოდინარი, უქნარა და ამავე დროს, მავნებელია ჩვენი სამშობლოს
ინტერესების მიმართ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მასთან ერთად ადგილობრივებს მოძრაობის ლიდერებიც გაესაუბრნენ. მათ
შორის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაც
იყო, რომელიც საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ამასთან, მან 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზეც ისაუბრა და თქვა,
რომ მათი მთავარი მიღწევა ერთიანობა და საკუთარ რიგებში ხალხისთვის
მისაღები ადამიანების ყოფნაა.
„ჩვენს მოძრაობაში, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად
საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც მოიყარა თავი, მთავარი და
დამაგვირგვინებელი წარმატებაა ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ჩვენი
შეთავაზება და გადაწყვიტა, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ბევრი ცდილობს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ საპრეზიდენტო
არჩევნებს, თითქოს, არ მიანიჭოს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და
საზოგადოებას უთხრას, რომ არც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს ასე არ
არის. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის კვალდაკვალ შევცვლით ხელისუფლებას,
რათა შევაჩეროთ უკუსვლა და წავიდეთ განვითარებისკენ“, - თქვა
ქარდავამ.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ ვაშაძის კანდიდატურა მოსწონთ და
არჩევნებში მისი გამარჯვების იმედი აქვთ.
„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ვაშაძე არის კანდიდატი. გვაქვს იმედი,
რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება უკეთესი მომავალი ჩევნი
ქვეყნისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანაკლიელმა ჯილდა
შენგელიამ.
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის
ეზოში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები