ენგურის ხიდზე "ევროპული საქართველოს" წევრებმა სამშვიდობო აქცია გამართეს (ვიდეო)
16:14 / 07.08.2018
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით "ევროპული
საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა,
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ენგურის ხიდზე
სამშვიდობო აქცია გამართა. მათ აგვისტოს ომში დაღუპული გიმირები კიდევ
ერთხელ გაიხსენეს და ცაში სიმბოლურად ფერადი ფრანები გაუშვეს.
"დღეს ჩვენ ავღნიშნავთ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს, რომელმაც
ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და
მთავარია, ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ომი საბოლოოდ საქართველომ მოიგოს
და ქვეყანა განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული
ქვეყანა", - თქვა გიგი წერეთელმა.
მანამდე, პარტიის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული ზუგდიდელი
მებრძოლების საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები