რეგიონი
ტობავარჩხილზე ტურისტების მიმართ სექსუალური იძულების ბრალდებით დაკავებული ციხეში სამ თვეს გაატარებს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რის შედეგადაც მამაკაცთან, რომელიც სამართალდამცავებმა ტობავარჩხილზე იძულების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საპროცესო შეთანხმების შედეგად, ბრალდებულს იძულების მცდელობის მუხლი 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეცვალა, რაც იძულებას გულისხმობს. მას სასჯელის სახით ათი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ის სამ თვეს ციხეში გაატარებს, შვიდი თვე კი პირობით მსჯავრს ერთი წლის გამოსაცდელი ვადით მოიხდის.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც და ბრალდებულიც, რომელმაც თქვა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. პროკურატურამ სხდომაზე დოკუმენტიც წარადგინა დაზარალებულის საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობის შესახებ.

შემთხვევა ტობავარჩხილზე ორი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, თუმცა ტურისტებმა 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე:

ტობავარჩხილზე დაკავებულის ადვოკატი: ბრალდებული სექსუალური იძულების მცდელობას აღიარებს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.