რეგიონი
რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი პუტინმა მოსკოვში მიიწვია
დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები 24 აგვისტოს მოსკოვში ჩავლენ. ინტერნეტ - გამოცემა „აიაირას“ ცნობით, ისინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებით მიიწვია.

გასული წლის ნოემბერში რუსული მედია წერდა, რომ ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმირ პუტინი 2018 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიიწვია. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს კრემლში განუცხადეს, რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკი მიწვევის მიღების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ, პუტინმა თავად დაპატიჟა რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი, რათა მათ „დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცოს“.

ამავე ცნობით, „პრეზიდენტების“ მოსკოვში ყოფნის პარალელურად, 23-24 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა.
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.