რეგიონი
მოწერელია: მოსახლეობასთან თვითმმართველობების კომუნიკაცია არ არის დამაკმაყოფილებელი
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოწერელიამ ყურადღება, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა არა საქმის ფორმალური კეთებისკენ, არამედ სიტუაციის გაჯანსაღებისკენ უნდა იყოს მიმართული.

"მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრა და ვეცდები ჩემი საქმიანობით გავამართლო ეს ნდობა. ბუნებრივი ხელისუფლება უნდა აკეთებს იმას რაც მოსახლეობის ინტერესებშია, მაგრამ სამწუხაროდ საქმის ვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს. ჩვენი ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული არა საქმის ფორმალური კეთებისკენ, არამედ სიტუაციის გაჯანსაღებისა და პროცესების იმგვარად წარმართვის, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობს გააუმჯობესებს. ჩემი ინფორმაციით და პირადი დაკვირვებით ადგილებზე ხელისუფლება რიგ შემთხვევაში პასიურია, არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა საბოლოოდ გადაიჭრას მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლების სარგებლობა ან შესაძლებლობების მიცემა გარე, არაუფლებამოსილი კერძო, არაჯანსაღი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი ამოცანაა მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობების მთელ სპექტრზე. ჩვენი მიზანია მმართველობა გახდეს პრაქტიკული და კონკრეტული ძალისხმევა მივმართოთ კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად. სახელმწიფო ხარჯების კონტროლი ჩვენი პრიორიტეტია და ამ საქმეში ყველა იმ მოხელის იმედი გვაქვს ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ ასევე მეტს მოველით საკრებულოებისგან, რომელიც ხელისუფლების მნიშვნელოვანი შტო და რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, გამჭვირვალობა და საჯაროობა. ხშირად სურათი ამ მოთხოვნების ადეკვატური არ არის. დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევთ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომლის წინაშე ანგარიშველდებულება მეტ წილად იგნორირებულია", - თქვა მოწერელიამ თავის სიტყვაში.

სამეგრელო -ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი გუშინ პრმიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაასახელა. მან თქვა, რომ ალექსანდრე მოწერელია კერძო სექტორიდან მოდის და მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ზუგდიდში დღეს წარადგენენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს 

პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დღეს წარადგენს









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.