"ნენსკრა ჰიდროსა" და მესტიის მერიას შორის გაფორმებული
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მუნიციპალიტეტის სოფლებში
სხვადასხვა
პროექტების განხორციელებას გულისხმობს. ინფორმაციას "ნენსკრა ჰიდროს"
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭუბერსა და ნაკრაში, შემდეგი პროექტების
განხორციელებას მოიცავს:
შიდა გზების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაცია;
სოციალური საწარმოების განვითარება;
კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები "ნენსკრა ჰიდროსა"
და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები