გუბერნატორი აქციის მონაწილეებს: არ მოტყუვდებით (ვიდეო)
13:51 / 30.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მუჟავაში
აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ, შეხვდა.
ის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და აქციის მონაწილეებს
უთხრა, რომ მათ ყველა პრობლემას ინიშნავს და პასუხს უახლოეს მომავალში
გასცემს.
"არ მოტყუვდებით, ყველა პრობლემას ვინიშნავ და უახლოეს დღეებში
გაგცემთ პასუხს", - უთხრა აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სამხარეო ადმინისტრაციის
რწმუნებულმა თქვა, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და მის აღდგენაზე
ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.
აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ თუ გზის შეკეთება უახლოეს დღეებში
არ დაიწყება ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ,
რაზეც მოწერელიამ მათ უთხრა, რომ ეს არის სამეურნეო პრობლემა და
არჩევნებთან კავშირში არ არის.
„მუჟავაში არის მწვავე პრობლემა, რაც დაკავშირებულია გზასთან. მე სამი
დღის წინ გახლდით და ვესაუბრე სოფელ მუჟავას მოსახლეობას, გუშინ
საღამოსაც ჩამოვედი. დღეს, როგორც ხედავთ უფრო ფართოდ შეიკრიბნენ, მათ
მიაწოდეს ის ინფორმაცია, თუ როდის გადაწყდება ეს საკითხი. ეს საკითხი
გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი, ხოლო
ამის შემდგომ დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მე ვერ დავუკავშირებ
სამეურნეო საკითხებს არჩევნებს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ნორმალური
გზა ისევე, როგორც სხვა საყოფაცხოვრებო პირობები“, -
თქვა მოწერელიამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მუჟავასა და ჭალეს მოსახლეობა
გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, წლებია ეს
პრობლემა აწუხებთ, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევთ. საპროტესტო აქცია
რეგიონის გუბერნატორის მისვლისა და მისგან მიღებული დაპირების შემდეგ
დაიშალა.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები