"ივანიშვილისა და ბახტაძის პატარა სცენარი ზუგდიდში" - ოპოზიციის შეფასება მერის გადადგომაზე (ვიდეო)
17:43 / 18.09.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის
მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ
განცხადება ცნობად მიიღო. შესაბამისად, გოგიას მერის უფლებამოსილება
შეუწყდა. მერთან დაკავშირებულმა საკითხმა ზუგდიდის საკრებულოში ხმაური
და დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და
ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ხმაური ანა
წითლიძის განცხადებამ გამოწივია. მან საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა
და უთხრა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან მერის
მიერ შემოთავაზებული საკითხები სხდომაზე სწორედ მას გაჰქონდა.
„იმ კორუფციული სკანდალში, რომელშიც გარეული არიან ყოფილი
მაღალჩინოსნები, მონაწილე არის მამუკა წოწერიაც. მას აკისრია
პოლიტიკური პასუხიმგებლობა და უნდა გადადგეს, რადგან მერის ყველა
გადაწყვეტილება მას გამოჰქონდა საკრებულოზე და იცავდა უპირობოდ“, -
თქვა წითლიძემ.
მის მსგავსად მმართველი გუნდის წევრების პასუხისმგებლობის საკითხზე
საუბრობს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც.
მისი თქმით, პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად „ქართულ ოცნებაში“
გადაჯგუფება მოხოდა.
„ყოველივე იმის შემდეგ, რაც წინა კვირას ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ
პასუხისმგებლობა აეღოთ, მივიღეთ გადაჯგუფება. გვაქვს ბიძინა
ივანიშვილისა და ბახტაძის პატარა სცენარი ზუგდიდში. ეს არის
უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საზოგადოების დაცინვა „ქართული
ოცნების“ მხრიდან“, - თქვა შელიამ სხდომაზე.
მან ასევე დაუსვა კითხვა საკრებულოს წევრებს, რატომ არ დაუჭირეს
პირველად მხარი გულუას პარკთან დაკავშირებულ საკითხს და რატომ
შეცვალეს გადაწყვეტილება მეორე სხდომისთვის. მას „ქართული ოცნების“
ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ უპასუხა, რომ საკითხი
პოლიტიკურ ჭრილში გადაჰქონდა.
რაც შეეხება მამუკა წოწერიას, მან განმარტა, რომ აღნიშნული საკითხების
მიღების დროს ის არ თავმჯდომარეობდა სხდომებს და მის მოვალეობას
მოადგილე ასრულებდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, წოწერია
ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ
მიიღებენ.
„ემოციური განცხადებებისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. არ უნდა
გამოვიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არ დავარღვიოთ უდანაშაულობის
პრეზუმცია. მერმა აიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა. ველოდებით
გამოძიების შედეგებს. გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მივიღებთ
ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. კორუფციული სქემები კი ჯერ კიდევ
დასადგენია“, - აღნიშნა წოწერიამ.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება
ოფიციალურად გუშინ დაწერა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები