„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები: პარტია ზურაბიშვილის გამო დავტოვეთ (ვიდეო)
14:14 / 16.10.2018
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები, რომლებიც „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ, ამბობენ, რომ მათ მიერ მმართველი პარტიის დატოვების ძირითადი მიზეზი ზურაბიშვილის კანდიდატურაა.
ისინი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის მიუღებელია.
„იყო რამდენიმე მიზეზი, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი შენელდა და ამის ფონზე ზურაბიშვილის მხარდაჭერა საბოლოო შეძახილი იყო ჩემთვის, რომ მე უნდა დამეტოვებინა პარტია. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის, რადგან ახლაც ბრძოლა მიწევს“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის საოლქოს ყოფილმა უფრსომა ლაზარე ავალიანმა.
ოპოზიციაში გადასული მმართველი პარტიის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელია.
17 წევრის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა.
„ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვიდექით, გვქონდა დაპირისპირება, დისკუსია, გვაერთიანებდა ხედვა, რომ გვინდა უკეთესი საიმედო ხვალინდელი დღე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელი გახდა. ყველაზე მძიმე ამ ადამიანებისთვის აღმოჩმნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ის არის კანდიდატი, რომლის მხარდაჭრა ნიშნავს კომპრომისს საკუთარ სინდისთან. ეს არის ნელად მოქმედი ნაღმი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს „ქართულა ოცნებამ“ დაუდო“, - აღნიშნა უგულავამ.
მან მმართველი პარტიის სხვა წევრებსაც მოუწოდა, გადადგნა მსგავსი ნაბიჯი, რადგან, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბებში ზურაბიშვილის მხარდაჭრის გამო წინააღდეგობებია.
„სიამაყით მინდა მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, რომ იბრძვით სიმართლისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ აღარ არის. ეს კოალიცია, რომელიც გულისხმობს „არა სალომე ზურაბიშვილს“ აპოგეას მიაღწევს 28 ოქტომებრს მისი დამარცხებით“, - დასძინა უგულავამ.
ამავე ინფორმაციით, მმართველი პარტია ზუგდიდში ძირითადად „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, აგიტატორებმამ, რამდენიმე დამფუძნებელმა და სხვა წევრებმა დატოვეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები