IPN: დაკავებულია 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ადამიანი გაიტაცა და გალში გადაიყვანა									
			
		
						
			
			
			
								არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში,
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. IPN-ის ცნობით, აღნიშნული ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ. ინფორმაციაზე შსს-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები