ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტი შესრულებულია
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე, 110 ჰექტარზე გადაიტანა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს. ამით საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპის 100 პროცენტი შესრულებულია, რისთვისაც „ ათენას“, „ვან ოორდის“ სპეციალისტებსა და დასაქმებულ ადგილობრივებს თვე ნახევარი დასჭირდათ.

„5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა - რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 500 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. ასევე მიმდინარეობს ამ მიწის დამუშავება და წყლისგან გამონთავისუფლება სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რათა ქვიშას სასურველი სიმკვრივე მიეცეს. საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი ანაკლიის პორტში უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

alt


რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.



ამავე თემაზე:

ანაკლიაში ზღვის ფსკერიდან რეკორდული რაოდენობის ქვიშა ამოტუმბეს
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ
სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს ენგურის ხიდზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა, ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.
კორონავირუსი
26 სექტებერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, გატესტილი 477 ნიმუშიდან, 13 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ამ დრომდე სახლში 2 ბავშვთან ერთად იმყოფებოდა,
გუდაუთის საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა,
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
დღის სიახლეები
27 / სექტემბერი 2020
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ
27 / სექტემბერი 2020
სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს ენგურის ხიდზე „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა, ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი
27 / სექტემბერი 2020
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 20 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.