ანა წითლიძე: ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისის თავმჯდომარემ და მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს (ვიდეო)
11:16 / 19.11.2018
ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის ათი უბანი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებმა დატოვეს. აქედან, რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარეა,
დანარჩენები კი მოადგილეები და წევრები. ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საუბნო კომისიის წევრებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" შტაბის დავალებების შესრულებაზე.
"თითოეული მათგანი საოლქოსგან წარდგენილი კადრია. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არის კარგი ტენდენცია და მე მინდა მოვიწოდო ყველას იგივე ქმედებებისკენ. ჩვენ შეგვხვდა რამდენიმე მათგანი და გვითხა იმ კონკრეტული დავალებები შესახებ, რომელსაც შტაბიდან აძლევდნენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან",-თქვა წითლიძემ.
წითლიძის თქმით, 9 მათგანმა განცხადება შაბათს დაწერა, ერთმა კი რამდენიმე დღით ადრე. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ სხდომის შესახებ ისინი არ დააუწყებიათ.
რადიო "ათინათი" ამ საკითხზე საოლქო კომისიის თავმდომარის კომენტარს ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები