ახალი ამბები
სოსო გიორგაძე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით: გაუგონარი ცილისწამებაა
არასამთავრობოების მიერ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე გამოეხმაურა. გიორგაძე ამბობს, რომ რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება გაუგონარი ცილისწამებაა. მისივე განცხადებით, ამ ბრალდების შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას მიმართა. 

"ამ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ამომრჩეველთა სიების მიმართ არსებობს ნდობა", – თქვა სოსო გიორგაძემ.

რაც შეეხება წალენჯიხისა და გარდაბნის ცენტრების ხელმძღვანელების მივლინებაში ყოფნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სააგენტოს  1300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

"არ არსებობს დღე, როცა ვიღაც არ არის მივლინებაში", – განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, თუმცა ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აღნიშნულ ორ რაიონებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ყალბი პირადობის მოწმობების, სავარაუდო, დამზადების შესახებ იუწყებიან. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.



ამავე თემაზე:

პროკურატურამ ყალბი პირადობების სავარაუდო დაბეჭდვაზე გამოძიება დაიწყო 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.