გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს (ვიდეო)
11:25 / 21.11.2018
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გადასატან ყუთის სიაში ჩასაწერად განცხადებებს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები და კოორდინატორები წერენ. წითლიძე ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ გადასატანი ყუთით მომსახურებას და მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დავალებას ასრულებენ.
"ჩვენ ჯერ მხოლოდ ორი უბანი შევამოწმეთ და ერთ უბანზე უკვე 12 ასეთი განცხადება აღმოვაჩინეთ. ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი და დავალება, რომელსაც ისინი იღებენ",-აღნიშნა წითლიძემ.
მან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავოს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები