ახალი ამბები
ზუგდიდელი მონადირეები: ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში დაკმაყოფილდა და კოლხეთის ეროვნულ პარკის ბუფერული ზონა შემცირდა
კოლხეთის ეროვნული პარკების  500 მეტრიანი ბუფერული ზონა 250 მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა 15 ნოემბერს მიიღო. "ზუგდიდის მონადირეთა კავშირის"  წარმომადგენლებმა რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში გადაწყდა და ამაში მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაეხმარა. კავშირის ერთ-ერთი წევრის გურამ თირქიას თქმით, გადაწყვეტილების შესახებ  რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე მოწერელიასა და შს მინისტრი გიორგი გახარიას მონადირეებთან შეხვედრის დროს გაიგეს. თირქია ამბობს, რომ მონადირეებმა ბუფერული ზონის შემცირების გამო მთავრობის ხელმძღვანელების მიმართ  მადლიერება გამოხატეს და მათ სხვა მოთხოვნების შესახებაც ესაუბრნენ.

"20 წელია რაც აქ ვმუშაობ. ჩვენ მოვაშენეთ იქ რაც ნადირ-ფრინველია და ჩვენვე ვუვლიდით. ახლა მას არც დარაჯი ყავს და არც არავინ მეთვალყურეობს. ეს არ იყო რაიმე საარჩევნო დაპირება და ხმებისთვის მიღებული გადაწყვეტილება. მათ შეეცოდათ მონადირეები და შევიდნენ მათ მდგომარეობაში. უკვე წლებია ვითხოვთ ნადირობის უფლებას და ეს ერთ დღეში გადაწყდა. რა თქმა უნდა ჩვენც მხარს იმას დავუჭერთ, ვინც ჩვენ დაგვიჭირა მხარი. ჩვენ თხოვნით არაერთხელ მივმართეთ, ყოფილ გუბერნატორს, თუმცა შეთანხმებას მაშინ ვერ მივაღწიეთ. ახალ გუბერნატორთან, როდესაც მივედით შეხვედრაზე შეგვპირდა, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდა და მისგან პასუხიც რამდენიმე დღეში მივიღეთ", - ამბობს გურამ თირქია.

alt

ბუფერული ზონების შემცირებასთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანებას უკვე გაეცნო  მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელი პაატა ქარჩავაც. მას იმედი აქვს, რომ მონადირეების მიერ წამოჭრილ სხვა მოთხოვნებსაც უახლოეს მომავალში დააკამყოფილებენ.

"კარგი საქმე გაკეთდა, მივიღე შესაბამისი ბრძანებაც. ხელშეკრულებაც დადებულია. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. იმედი გვაქვს, რომ სხვა მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ. ემოციებისგან სიტყვები არ ყოფნით მონადირეებს", - ამბობს ქარჩავა.

აღნიშნული კავშირი 1000-ზე მეტ მონადირეს აერთიანებს.

შს მინისტრი გიორგი გახარია და გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მონადირეებს 17 ნოემბერს შეხვდნენ. გახარიამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ  მონადირეებთან შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.


ამავე თემაზე:

შს მინისტრი: გპირდებით, არჩევნების დასრულების შემდეგაც უფრო ხშირად ვიქნები სამეგრელოში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.