რეგიონი
სოხუმი: გულრიფშის რაიონში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყობა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას დაავალა გამოყოს მიწის ნაკვეთი საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციისთვის. ეს საკითხი ორი კვირის განმავლობაში უნდა გადაწყდეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.  ხარჯებს ახალი პოლიგონის მოსაწყობად „რესპუბლიკური ბიუჯეტი“ დაფარავს.

"თუ გამოვა, შესაძლოა მოეწყოს ერთი საერთო ნაგავსაყრელი სოხუმისა და გულრიფში რაიონისთვის. ჩვენ გვაქვს ნაგავსაყრელი, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს ყველა ნორმას. თუ სახელმწიფო ჩვენს რაიონში გააკეთებს ახალ პოლიგონს, შესაძლოა, ჩვენი ნაგავსაყრელიც იქ გადავიტანოთ", – აღნიშნა გულირიფშის რაიონის ხელმძღვანელმა ასლან ბარათელიამ.

უფრო ადრე, მაიაკის მცხოვრებლებმა, სოხუმის № 12 სკოლიდან 300 მეტრში მდებარე ნაგავსაყრელი გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. ის ორ დღეს გაგრძელდა. შედეგად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც სოხუმში მყარი ნარჩენების პრობლემა  უნდა გადაიჭრას. ამის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.