ახალი ამბები
TI: ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ 9 ა(ა)იპ-სა და 2 შპს-ში დასაქმებულთა სტატისტიკას და წლიური ხარჯების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წლის მონაცემებს მოიცავს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).

ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47(მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

„ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” მომუშავე 459 თანამშრომლიდან 91 მმართველობით რგოლშია, მათ შორის, 28 ბრიგადირი და 30 კონტროლიორი, 368 თანამშრომელი კი (მძღოლები, მუშები, მეველეები და ა.შ.) შრომითი ხელშეკრულებითაა აყვანილი.

„კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” (298 თანამშრომელი) საშტატო ნუსხა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ადმინისტრაციული პერსონალი - 60 თანამშრომელი და ტექნიკური პერსონალი - 238 თანამშრომელი.

136 ადამიანია დასაქმებული „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში”, რომლის ოთხი განყოფილება და ადმინისტრაცია (ჯამში 30 თანამშრომლით) ა(ა)იპ-ის მმართველ რგოლს წარმოადგენს, დანარჩენი 6 განყოფილება კი სხვადასხვა სპორტული მიმართულებებია, მათ შორის,  „ყინულის სასახლესთან არსებული ფიგურული სრიალისა და ჰოკეის განყოფილება”.  ამ განყოფილებაში 11 საშტატო ერთეულია.

"აღსანიშნავია, რომ „ყინულის სახლის” მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა, შესაბამისად ფიგურული სრიალისა და ჰოკეის წრეები ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. 209 თანამშრომელი ჰყავს “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს”, სადაც ყველაზე მეტი - 33 პირია დასაქმებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში. 149 ადამიანი მუშაობს „მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში”, მათ შორის 21 შტატგარეშე თანამშრომელია, 16კი მმართველობით რგოლშია დასაქმებული", - ნათქვამია კვლევაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ამასთან, ეჭვქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 14 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა ელემენტარული პრობლემები ვერ გვარდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს:

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესრულებას მერიის სამსახურები ვერ შეძლებენ და ამისთვის ცალკე შპს-ს ან ა(ა)იპ-ის შექმნაა საჭირო;

ზუგდიდის მერიამ იმ სფეროების იდენტიფიცირება უნდა მოხდინოსს, სადაც ა(ა)იპ-ის, შპს-ის და მერიის სამსახურების საქმიანობებს შორის უფლებამოსილებები დუბლირებულია;

ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდგომ, მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელ მინიმუმამდე შემცირდეს როგორც იურიდული პირების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც;

მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრდეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, კადრების შერჩევა მხოლოდ საჯარო კონკურსების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიამ მაქსიმალურად უზრუნველყოს გარკვეული მუნიციპალური სფეროების მოსაწესრიგებლად და მოსახლეობისთვის სერვისის მისაწოდებლად კერძო კომპანიების დაინტერესება, რასაც დასჭირდება გარკვეული მუნიციპალური ქონების საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გატანა და კონკრეტული მომსახურების შესაძენად ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.