ახალი ამბები
სტრასბურგმა ოთხოზორიას საქმეზე პასუხების გასაცემად მოსკოვს ვადა მარტამდე მისცა
2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გ. ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


არასამთავრობო ორგანზიაციაში ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას სწორედ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოუწევს პასუხის გაცემა, კერძოდ, დაირღვა თუ არა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება და რამდენად ეფექტური იყო ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება. ამასთან, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გ. ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლების წარდგენა. რუსეთის ფედერაციას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2019 წლის 7 მარტამდე განესაზღვრა.

„გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. ამავდროულად, ოთხოზორიას საქმე ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.


ამავე თემაზე:

გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა

საიამ ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
24 / აპრილი 2024
დღევანდელი გადაცემის თემაა გამოფენა, "ოქროს საწმისი საქართველოს ხელოვნება" - ეროვნული საგანძურის ვრცელი პრეზენტაცია ევროპაში.
24 / აპრილი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.