რეგიონი
გიგა ოთხოზორიას ოჯახი ფიქრობს, რომ რუსეთი კითხვებზე პასუხს თავს აარიდებს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია ოჯახისთვის ცნობილია. როგორც გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ რადიო "ათინათს" უთხრა, აღნიშნული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია და მას იმედი აქვს, რომ ამ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგება.

"საქმის კურსში ვართ, გაგვაცნეს ყველაფერი. იმედი გვაქვს და  ველოდებით, რომ იქნება რაიმე  სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ მოლოდინში თითქმის მესამე წელი მიილია. დიდი ხანია, რაც გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი, ახლა მას მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი და დაიწყო საქმის განხილვა. რუსეთისთვის გადაგზავნილია კითხვარები და ვნახოთ, რას უპასუხებს ის მხარე", - თქვა მან.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაუგზავნა, გარდაცვლილის ოჯახი ფიქრობს, რომ რუსეთი კითხვებზე პასუხს თავს აარიდებს.

"ყველა შეხვედრას, სადაც გიგაზე საუბარი იწყება, რუსეთი ტოვებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ კითხვებზე პასუხს ისე გასცემს, როგორც ამას სამართალი მოითხოვს", - ამბობს ოთხოზორიას ცოლი ნინო მატკავა. 

2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ამავე თემაზე: 

სტრასბურგმა ოთხოზორიას საქმეზე პასუხების გასაცემად მოსკოვს ვადა მარტამდე მისცა

გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.