ახალი ამბები
ტურიზმის მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტი საერთო ააიპ-ის აფუძნებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის კონსულტანტის ლევან წულაიას ინფორმაციით, რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტი ახალ ააიპ-ის ერთობლივად დააფუძნებს. წულაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ააიპ-ის მეშვეობით მუნიციპალიტეტები შეეცდებიან, უზრუნველყონ ტურიზმის განვითარება და რეგიონის ბრენდირება. მისივე თქმით, ააიპ-ის დამფუძნებლები იქნებიან მუნიციპალიტეტების მერები, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კი კერძო სექტორის, არასამთავრობოების, კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგნლები შევლენ. წულაიას ცნობით, აღნიშნული ააიპ-ი დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა იქნება, რომლის დაფუძნებასაც მიმდინარე წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი. ამასთან, წულაია ამბობს, რომ გუბერნიამ USAID-თან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გარკვეული პროექტი და რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც მუნიციპალიტეტებს მიეწოდა, გადაწყვეტილებას კი მერიის წარმომადგენლები მიიღებენ.

„9-ვე მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დააფუძნოს საერთო ააიპ, რომელიც მიხედავს ტურიზმის განვითარებას, რეგიონის ბრენდირებას, უნიკალური ტურისტული პროდუქტების შემუშავებას. რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ვიცი, საუბარია, დაახლოებით, 30 000 ლარზე თითო მუნიციპალიტეტიდან, რომ საერთო თანაბარი ფინანსური კონტრიბუცია მიიღონ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ პირველი წელი იქნება საპილოტე და ამაში კერძო სექტორის მონაწილეობა უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, ბიუჯეტიც უფრო კერძო სექტორიდან იქნება წამოღებული“, - გვითხრა წულაიამ.

რაც შეეხება ააიპ-ის ადგილმდებარეობას, წულაიას ინფორმაციით, მისი მისამართი ზუგდიდში იქნება. ამასთან, ის განმარტავს, რომ ააიპ-ის ხელმძღვანელი კონკურსის წესით შეირჩევა, მანამდე კი დროებითი მმართველი ეყოლება, რომელიც პირველ ეტაპზე, ბუღალტერთან, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს.

„ ამ ოთხი ადამიანის ხელფასს გადაიხდიან საერთო ბიუჯეტიდან, რაც ექნება თვითონ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“, - აღნიშნა წულაიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 11 დეკემბერს დაფუძნდა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.