რეგიონი
აფხაზმა მოცეკვავემ დუბაის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ლეზგინკა შეასრულა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი დუბაის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სახურავზე ლეზგინკას ცეკვავს. აღმოჩნდა, რომ ის აფხაზეთის მკვიდრი სანტა აშუბაა, წერს გამოცემა „აფსნი ლაიფი“.

აღსანიშნავია, რომ კადრები დეკემბრის შუა რიცხვებში, კვადროკოპტერი დრონით არის გადაღებული შვეულმფრენისთვის განკუთვნილ მოედანზე.

„საკმაოდ რთული იყო. მე და ჩემი ქმარი, რომელიც ვიდეო რგოლის ავტორია, სასტუმროს ერთ-ერთ თანამშრომელს მოველაპარაკეთ. მან კამერები გამორთო და სახურავზე აგვიყვანა. სულ 15 წუთი გვქონდა და გადავიღეთ ეს რგოლი რისკის ფასად“, - უთხრა მან გამოცემას.

2016 წლიდან სანტა აშუბა მეუღლის სამშობლოში ჩერქეზეთში ცხოვრობს, სადაც საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „დიოსკურია“ დააარსა. მასში 120 ბავშვია გაერთიანებული, რომელთაც ის კავკასიურ ცეკვებს ასწავლის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.