ახალი ამბები
დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღეს მერიის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების“ ცენტრის ხელმძღვანელს მანუჩარ სამუშიას მოუსმინეს. დეპუტატებს ააიპ-ისთან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია ჰქონდათ.

ერთი-ერთი მათგანი ააიპ-ის საშტატო ნუსხასა და ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს ეხებოდა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, ააიპ-ის 200 თანამშრომლიდან 38 ადმინისტრაციაში მუშაობს. თავად კი სამი მოადგილე ჰყავს. ამასთან, ააიპ-ის ბიუჯეტი სულ 960 ათასი ლარია, საიდანაც 930 ათასზე მეტი სწორედ ხელფასზე იხარჯება.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ სამუშიას უთხრა, რომ ააიპ-ში შტატები გაბერილია და მას სამი მოადგილე არაფერში სჭირდება. მისი რეკომენდაციით, საჭიროა შემუშავდეს ახალი ხედვა, რომ ხელოვნებისა და განვითარების ცენტრი მუდმივად ერთ, „გაყინულ“ მდგომარეობაში არ იყოს.

alt

„ადმინისტრაციული შტატები არის ძალიან გაბერილი. თავად ხელმძღვანელის შემართება მომწონს, აშკარად ეტყობა, რომ უნდა განვითარებისკენ წასვლა, მაგრამ ჰქონდა, იგივე მერიისგან, შემაფერხებელი ფაქტორები. ჩემი რეკომენდაციაც ამას შეეხება, რომ არანაირი წინსვლა არ არის და საჭიროა ახალი ხედვის შემოტანა“, - აღნიშნა შელიამ.

მის საპასუხოდ მანუჩარ სამუშიამ განმარტა, რომ ყველა თანამშრომელს საკუთარი ფუნქცია აქვს და შტატების შემცირებას არ ეთანხმება. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებს, ამბობს, რომ ღონისძიებების ნაწილს მერიის კულტურის სამსახური დააფინანსებს.

alt

„გლობალური ღონისძიებები, შესაძლოა, შემოსავლებიდანაც დავაფინანსოთ. შტატებზე კი შემიძლია გითხრა, რომ ამ ეტაპზე კატასტროფული სიტუაცია არ არის. ყველა თანამშრომელი ასრულებს ფუნქციას, უფრო ყურადღებას თანხების მოძიებაზე გავამახვილებდი, რომ სრულყოფილად შევძლოთ მუშაობა“, - თქვა სამუშიამ.

კონკრეტული რეკომენდაციები ჰქონდა ააიპ-ის დირექტორთან სანდრო სორდიას. უმრავლესობის წევრმა სამუშიას შესთავაზა, რომ კარგი იქნება, თუკი ააიპ-ი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს, მაგალითად, გააკეთებს ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს, ან პერიოდულად გამართავს დისკუსიებს მწერლებთან. ამასთან, სორდიამ მათ ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა შესთავაზა.

მას ასევე შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვს ერთსა და იმავე ფუნქციის მქონე რამდენიმე თანამშრომელს განსხვავებული ხელფასი. ამაზე სამუშიამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში განსხვავება არის იმაში, რომ მათი ნაწილი უფროსი სპეციალისტია.

alt

„ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გავხადოთ ააიპ-ის საქმიანობა უფრო ეფექტიანი. ოპტიმიზაცია არ გულისხმობს შემცირებას, შესაძლებელია, რომ იყოს სტრუქტურული გადანაწილება ისე, რომ მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი. შედგება ოქმი, რომელსაც გავაანალიზებთ და გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს“, - განმარტა სორდიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფი გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ააიპ-ების სტრუქტურული ოპტიმიზაციაა.

ამავე თემაზე:

მერია ზუგდიდის სოფლებში მდებარე მუზეუმების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს

დეპუტატი ააიპ-ის ხელმძღვანელს: მახინჯ სტრუქტურაში არაფერი შეცვლილა
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ თაიაში წყალმომარგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
კორონავირუსი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და ასევე ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რომ „70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“. გიორგი გახარია ამბობს,
28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე ზუგდიდში ფოთსა და კიდევ 6 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 212 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საზოგადოება
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქცია „ღამე მუზეუმში“ ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2020
წინა თვესთან შედარებით ერთი ტომარა (50კგ) პურის ფქვილი 10 ლარამდე გაძვირდა და მისი ფასი მომავალ კვირაში კიდევ უფრო მოიმატებს. ამის შესახებ რადიო „ათინათთან“ ზუგდიდის წისქვილკომბინატ
26 / ნოემბერი 2020
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის და ასევე ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რომ „70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“. გიორგი გახარია ამბობს,
26 / ნოემბერი 2020
28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე ზუგდიდში ფოთსა და კიდევ 6 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.