ახალი ამბები
მინისტრი: „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია
სულისშემძვრელი და არაადამიანური - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ დაიტირეს ოტობაია-ორსანტიას ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა გარდაცვლილი ნათესავი ენგურის გადაღმა, ოკუპირებულ აფხაზეთში.

„ჩვენ საქმე საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს და აი ეს სულისშემძვრელი ვიდეო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისთვის უცხოა ყველაფერი ადამიანური, ადამიანი, მისი უფლება და განცდები. ამ შემთხვევაში საუბარი გალის მოსახლეობაზე იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, ანალოგიურ რთულ მდგომარეობაში არიან აფხაზები, ოსები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ფაქტობრივად ოკუპაციის ტყვეობაშია. ამას ხშირად ვიმეორებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი კვალიფიკაციაა. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებები ფაქტობრივად უცხო ცნება გახდა მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. აღდგომა მოდის და რა თქმა უნდა, წინადადება გვექნება, რომ ადამიანები თავიანთი ნათესავების სასაფლაოებზე გადავიდნენ. იშვიათად ხდება, რომ გარკვეულ წარმატებას ვაღწევთ. იმედი მაქვს, გააცნობიერებენ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მე არ მგონია ვინმემ ეს კადრები ნახოს, საითაც არ უნდა იდგეს პოლიტიკურად და გულგრილი დარჩეს, რადგან ეს არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია. ხვალ არჩილ ტატუნაშვილის წლისთავია. ესაა ყოველდღიური განცდა მითუფრო იმ პირობებში, როცა ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელები, კრიმინალები თავისუფლად დადიან“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სამგლოვიარო პროცესიის შესახებ რეპორტაჟი და ვიდეო მასალა რადიო „ათინათმა“ გუშინ გამოაქვეყნა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.