ახალი ამბები
რას ითვალისწინებს ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა (ვიდეო)
ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და USAID/Georgia-ს ერთობლივ პროექტ "ზრდის" ფარგლებში 2 მილიონი აშშ დოლარი ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - სასწავლო ცენტრი დღეს გაიხსნა და საგრანტო პროგრამაც გამოცხადდა.

კონსორციუმის ინფორმაციით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე დასაქმების ხელშეწყობა, როგორც ანაკლიის პორტში, ისევე სხვა პროექტებსა თუ სექტორებში.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ზოგად სასწავლო კურსებს: ინგლისურ ენას, კომპიუტერულ პროგრამებს, მეწარმეობას, ბიზნესის ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სხვა მოთხოვნად საგნებს მოიცავს. ამასთან, გათვალისწინებულია პრაქტიკები და სტიპენდიების პროგრამა. ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექციები, შემეცნებითი ღონისძიებები, თემატური კონფერენციები და სხვა.

„სასწავლო ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანაკლიისთვის და მიმდებარე სოფლებისთვის, რომელიც მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს აქ მცხოვრებ ადამიანებს. სასწავლო ცენტრი შესაძლებლობას მისცემს მათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და სხვადასხვა უნარი გამოიმუშაონ. ამას პროგრამები დაემატება, რომ სამომავლოდ ადამიანები გადავამზადოთ სამუშაო ადგილებისთვის, რომელიც საჭირო იქნება პორტში, ეკონომიკურ ზონაში და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც განხორციელდება“, - აღნიშნა კონსორიცუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც, ინიციატორების ინფორმაციით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.

„ანაკლიის პორტში დაახლოებით, 2000-2200 ადამიანი უნდა დასაქმდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პროექტი, რომელიც ჭურიის ტერიტორიაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება. სასწავლო ცენტრში გადამზადდება კადრები სხვადასხვა პროფესიული დანიშნულებით. ყველა ეს პროექტი რეგიონში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და ნებისმიერ მსგავს პროექტს ჩვენი ხელისუფლება მიესალმება“, - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროგრამის განმახორციელებლების ინფორმაციით, „ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებთ.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს კონსორციუმთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დასაქმების მხრივ პერსპექტივა გახდეს კონკურენტუნარიანი არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში“, - დასძინა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

ანაკლიის სასწავლო ცენტრის გახსნას დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

ლევან ახვლედიანი: მივუწოდებთ მთავრობას, დროულად დაასრულოს უსამართლო გაუგებრობა (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
რაზე ისაუბრეს პროექტის - "მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" ფარგლებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ დებატებზე?
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
კორონავირუსი
აბაშის "ევექსის" ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდმიმღები კლინიკა გაიხსნება. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი,
რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი ორი აგრეგატი დამონტაჟდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა.მისივე ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებას აღნიშნული
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი,
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
დღის სიახლეები
30 / ნოემბერი 2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდელი გუკა ბაძაღუა უდანაშაულოდ ცნო. გამოძიება მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
30 / ნოემბერი 2020
აბაშის "ევექსის" ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდმიმღები კლინიკა გაიხსნება. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი,
30 / ნოემბერი 2020
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2020 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.