რეგიონი
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იმერეთის მდგრადი განვითარებისათვის - რეგიონული შეხვედრა ქუთაისში (ვიდეო)
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ”  და მისი პარტნიორი „სოფლად თემთა განვითრების სააგენტოს“ (RCDA) ორგანიზებით, 28 თებერვალს ქუთაისში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებმა იმერეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობებზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ გამოწვევებზე, ფერმერებს, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგის გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი ფერმერები, სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

“ფიფლ ინ ნიდ” - ს საქართველოს და სომხეთის მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვორნიკმა პროექტის მსვლელობაზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს უწევს.

«ჩვენ ვიკვლევთ ადგილობირივი მეწარმეების შესაძლებლობებს, იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ აღნიშნული სავაჭრო შეთანხმების ამოქემდების შედეგად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების და ცვლილებების შესახებ, რასაც სავაჭრო შეთანხმება ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ მიაწოდონ ის ადგილობრივ მეწარმეებს“, - თქვა ონდრეი ნადვორნიკმა.

შეხვედრაზე დარგის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც მორგებულია იმერეთის რე მოსახლეობის მოთხოვნებს და ამასთან, გაზრდის ადგილზე წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.

„ფიფლ ინ ნიდ“ - ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ ყურადღება გაამახვილა იმპორტირებული საქონლის ადგილობირივი ხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლების აუცილებლობაზე. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, რომელიც საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის იმერეთში გაკეთდა.

„იმერეთში შეირჩა პომიდორი, რადგან საკმაოდ ბევრია დაინტერესებული ფერმერი და საკმაოდ მაღალი წარმოება. გამოწვევა ამ მხრივ არის ის, რომ ძირთადად მცირემიწიანი ფერმერები არიან, და მოგების მარჟა აქ მაღალი არ გამოდის და ასევე, 1 ჰექტარზე წარმოებული საშუალო პროდუქციის მოცულობა არის საკმაოდ დაბალი და ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების პომიდვრის წარმოების საშუალო მაჩვენებლს“, - აღნიშნა ნანა ფერაძემ.

მისი გამარტებით, საექპსორტო პოტენციალის ასამაღლებლად, საჭიროა წარმოების უწყვეტი ჯაჭვი, აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ფერმერებს მოუწევთ შეცვალონ გარკვეული მიდგომები.

თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის რუსუდან კოვზირიძის თქმით, საინფორმაციო რესურს მაგიდამ, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდი“-ს პროექტის ფარგლებში აამოქმედა, 750 - ზე მეტ ადმიანს მიაწოდა ინფორმაცია.

„საინფორმაციო რესურს მაგიდამ თავისი არსებობის მანძილზე საკმაოდ ბევრ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია, როგორც სოფლის მეურნეობის განხრით, ასევე მომსახურეობისა და სხვა კუთხით. საინტერესო იყო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი პომიდვრის, ჩვეთან ორი ფოკუს ჯგუფი იყო, 11 ინტერვიუ, როგოც ჩანს ამ კვლევამ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს გასცა პასუხი“, - თქვა რუსუდან კოვზირიძემ.

ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში - იან ჩერნიკმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს, რადგან ჩეხეთმაც გამოიარა ეს გზა, და მისთვის ცნობილია, თუ რა სურთლეებს აწყდებიან ფერმერები და მეწარმეები ამ პროცესში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, რადგან ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში. 90 - იან წლებში ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, ახალმა რეგულაციებმა ჩვენს ფერმერებსაც გაუჩინა თავის ტკივილი“ , - აღნიშნა იან ჩერნიკმა.

პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან.

შეხვედრა ქუთაისში იმერეთის რეგიონალური ადმინისტრაციის რწმუნებულის - გუბერნატორის ხელშეწყობით ჩატარდა.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.