რეგიონი
სამეგრელოში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი დუმილის უფლებას იყენებს
ქურდული სამყაროს წევრობაზე ბრალდებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მათმა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ უთხრა. მისი თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

„გამოძიება გვეუბნება, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ამის თაობაზე ბრალის წარდგენის შემდეგ იქნება ცნობილი. ორივეს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ“, - აღნიშნა ჯიტა გულიამ.

რაც შეეხება მესამე დაკავებულის ადვოკატს, ის ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში იმყოფება.

დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20 პირიდან რამდენიმემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. მათი ადვოკატების ინფორმაციით, ისინი გამოკითხვაზე მხოლოდ მოწმის სახით იმყოფებოდნენ და ქურდულ სამყაროსთან არანაირ კავშირში არ არიან.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ჰკითხეს, კავშირი ჰქონდა თუ არა ქურდულ სამყაროსთან. მან უპასუხა შეკითხვებს. ის არ იყო დაკავებული, ის დაბარებული იყო მხოლოდ დაკითხვის მიზნით. მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა სასამართლოს განჩინებით, თუმცა საქმეში მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს“, - აცხადებს რუსლან გუგუნავას ადვოკატი ზურაბ კინტირია.

სამართალდამცავებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.

ამავე თემაზე:
შსს: ფოთსა და სენაკში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით სამი ადამიანი დავაკავეთ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.