თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 30 ფაქტი გამოვლინდა 									
			
		
						
			
			
			
								გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა  
და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 30 ფაქტი დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები