ახალი ამბები
რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს, არსებული ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, კვარაცხელია ორშაბათს გარდაიცვალა.

"თაგილონიდან ნაბაკევი-ოტობაიის მონაკვეთზე, ენგურის გასწვრივ, ჩვენი ინფორმაციით, ცდილობდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც დააკავეს და მოათავსეს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. ამ ეტაპზე რაც ვიცი ის არის, რომ ძალიან მძიმედ იყო, გულის პრობლემებიც ჰქონდა და სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა, თუმცა რა სახის და სიმძიმის, არ ვიცი. თან, როგორც ვიცი, იყო ბუნკერში", - გვითხრა ქობალიამ.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრი იყო. მას ერთი შვილი ჰყავს. ის დევნილად სენაკში, ერთ-ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, თუმცა ქობალია ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის არავინაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.