ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში 13 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა (ვიდეო)
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა, აქედან 13 სამეგრელოს რეგიონიდანაა. ისინი საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჯავახიშვილი და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ლადო ჯავახიშვილის თქმით, საუკეთესო ბიზნესიდეის მქონე ყოფილი პატიმრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკურსის წესით შეირჩნენ. მათზე გაცემული თანხის რაოდენობა (2000-დან 5 000 ლარამდე) კი ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.

„ბენეფიციარებს გადაეცათ სხვადასხვა სახის ტექნიკა. გადაცემის პროცესი დაიწყო სამეგრელოს რეგიონიდან. საერთო ჯამში 34 ბენეფიციარი დაფინანსდა“, - თქვა ლადო ჯავხიშვილმა.

კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარი ჭაბუკა გეთია, რომელსაც მანქანის დიაგნოსტიკური მოწყობილობა გადაეცა ამბობს, რომ აღნიშნული ტექნიკით შემოსავალის წყაროს გაზრდას და ბიზნესის განვითარებს შეძლებს.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროექტს ბიზნესიდეების დაფინანსებისთვის 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ყოფილმა პატიმრებმა წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რაც მათ ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება და  მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ უსაფრთხო გარემოს წინაპირობაა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.