ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
14:33 / 31.03.2019
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დილით პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენებელი
პანაშვიდი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში მეუფე გერასიმემ აღავლინა. ღვთისმსახურებას შს მინისტრი, გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის პატივისცემით და ღირსებით მოხსენიება სახელმწიფოს გაამყარებს. მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ფეხით ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მივიდნენ, სადაც ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პრეზიდენტის იუბილე ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცეს. „დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და აღინიშნება მთელ რეგიონში, სხვადასხვა სახის ღონისძება ტარდება, ზუგდიდში კი განსაკუთებით აღვნიშნავთ. გილოცავთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს! მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას იუბილეს აღნიშვნა არტ-გალერეაში გაგრძელდა, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა და მისდამი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. „დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი გავიდა, ასევე, 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ევლო ევროპული გზით, საქართველომ მოიპოვა თავისუფლება. მნიშვნელოვანი დღეა და ყველას გილოცავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ზვიად გამსახურდიას კურსს და სწრაფვას თავისუფლებისკენ, ევროპისკენ და საქართველო აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა ვიცე მერმა და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ. ზვიად გამსახურდია დღეს, 2019 წლის 31 მარტს 80 წლის გახდებოდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები