პოლიტიკა
მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე პოსტიდან მის გადაყენებას მეუფესა და მაჟორიტარს უკავშირებს
მარტვილის მერის უკვე ყოფილი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან მის მოულოდნელ გადაყენებას მეუფე პეტრესა და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარს ოთარ დანელიას უკავშირებს. სურმავა ამტკიცებს, რომ სწორედ მათი ნება აღასრულა მერმა ალექსანდრე გრიგალავამ.

„მეუფე და ოთარ დანელია მებრძოდნენ და სწორედ მათი დავალებით დაწერა ბრძანება გრიგალავამ. მეუფე 2012 წლიდან იყო ჩემს წინააღმდეგ და დანელია რას მერჩის, არ ვიცი. ფაქტია, რომ ბატონი ალექსანდრე გრიგალავა არაფერ შუაშია. უნდათ, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ მოხდება ეს. ერთად მოვდივართ ჩვენ. ვფიქრობ, რომ მათ დაავალეს გუბერნატორს და გუბერნატორმა გრიგალავას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სურმავამ.

მისი მტკიცებით, გრიგალავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოადგილისთვის არ უთქვამს, თუმცა ამაზე საუბარი ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სურმავა აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, წელიწადისა და 4 თვის განმავლობაში იკავებდა.

სურმავას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ოთარ დანელია. მაჟორიტარმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შესაძლოა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„მსგავსი რამ როგორ შეიძლება აზრად მოუვიდეს ადამიანს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და საღ აზრს მოკლებულია. ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გითხრათ, ან პროვოცირებს. მე მივესალმები ამგვარ ცვლილებებს. სამწუხაროდ, მისი ეს განცხადება არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, რადგან, როგორც ჩანს, არ ესმის, ვის რა უფლებამოსილება აქვს, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობასა და არჩეულ მერს“, - აღნიშნა დანელიამ.

ბრალდებებს უარყოფენ სამხარეო ადმინისტრაციაშიც.

"სახელმწიფო რწმუნებულის და თვითმმართველობის ფუნქციები გაწერილია. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს. შესაბამისად, ეს არის მერის გადაწყვეტილება და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ", - უთხრა რადიო "ათინათს" სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ.

მეუფე პეტრე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სურმავას გათავისუფლების ბრძანებას ხელი მერმა გუშინ 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები - ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა.










Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.