პოლიტიკა
გეგა შენგელია სანდრა რულოვსზე: ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევია
მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ამბობს, რომ მისი ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევი ძალაა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას სანდრა რულოვსთან დაკავშირებით. შენგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აქცენტს საკუთარ ძლიერ მხარეებზე გააკეთებს.

„ყველა კონკურენტი ანგარიშგასაწევია და ჩვენ ყველა კონკურენტს ვუყურებთ ასე, მაგრამ ვაკეთებთ აქცენტს ჩვენ ძლიერ მხარეებზე და ამით ვაპირებთ ჩვენი ხალხის წინაშე წარდგომას“, - განაცხადა შენგელიამ.

კონკურენტებზე კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, ზუგდიდი „საცდელ მოედნად“ არ გადააქციონ.

„სხვა კანდიდატებზე ისაუბრონ მათმა მხარდამჭერებმა, მაგრამ მე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ცალკე დამოუკიდებელ სუბიექტებსაც ვურჩევ, რომ ზუგდიდს ნუ გადააქცევენ საცდელ მოედნად. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ზუგდიდის მერის არჩევნებზე, ისეთი მერის, რომელიც იქნება ზუგდიდისთვის მოწადინებული და არა ის, რომ აქ ჩატარდეს პოლიტიკური ექსპერიმენტები“, - თქვა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.