მანანა არჩვაძე - გამსახურდიამ დადიანების ეზოში მომხდარი ინცინდენტის გამო დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა (ვიდეო)
20:15 / 15.05.2019
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე - გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 126 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდში იმყოფება.
დღესვე ის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან მივიდა და მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. მან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გელა კვარაცხელია, რომელიც, მისი თქმით, იმის გამო დააკავეს, რომ „მან სანდრა რულოვსს და მის მეუღლეს ზვიად გამსახურდიას ლანძღვა და საქართველოს გაყიდვა არ აპატია“.
„როგორ, ზვიად გამსახურდია იყო ბანდფორმირებების ხელმძღვანელი?! ... ეს არის ზვიად გამსახურდია? გააძევეთ აქედან რულოვსი და დამთავრდეს ყველაფერი. თქვენ ბევრი შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ პრესას ნუ გამოიყენებთ პირადი ინტერესებისთვის, პრესა გამოიყენეთ საქართველოსთვის“, - მიმართა მან ჟურნალისტებს სანდრა რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნის კომენტირებისას.
მანანა არჩვაძე - გამსახურდიამ განაცხადა, რომ არსად წავა, სანამ გელა კვარცხელიას არ გაათავისუფლებენ.
მასთან ერთად ზუგდიდის ბულვარში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი კახა მიქაია იმყოფებოდნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები