რეგიონი
ტელეკომპანია “ოდიშის” წამყვანს 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
ზუგდიდში, დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში ბრალდებულ “ოდიშის” წამყვანს ლევან თორიას,მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ოდენობით გირაო შეეფარდა, თუმცა ფულადი თანხის ნაცვლად შეუძლია უზრუნველყოს უძრავი ქონებით. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენა აშკარაა, თუმცა საქმის მსვლელობისას გამოჩნდება, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება. პროკურატურამ სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა. თავად თორია, რომლის მიმართაც გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი მტკიცებით, თორია სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, ადვოკატის თქმით, თორია იძულებული იყო, თავი დაეცვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, განისაზღვროს გირაო მინიმალური ოდენობით. ბრალდებულმა ლევან თორიამ კი პროცესზე გაიხსენა 14 მაისს მომხდარი ინცინდენტი.

“მოვარდნენ, იქნევდნენ ხელ-ფეხს, მეც მომხვდა ფეხი და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა. ამის შემდეგ კი, კადრებშიც ჩანს, რომ ვცდილობდი, გავრიდებულიყავი სიტუაციას”,-თქვა მან. პროკურორის ილია ტორუას განმარტებით კი, თორია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა. “სიტყვიერი შეურაცხყოფით გაბრაზებულმა ლევან თორიამ ჩაიდინა კონკრეტული პირის მიმართ ძალადობა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე გამოიკვეთა”,-დასძინა ტორუამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მეორეს მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა.


ამავე თემაზე:

ფიზიკური დაპირისპირება დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერის დროს (ვიდეო)

„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.