ახალი ამბები
მინისტრი: "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" უფლება აქვს ჩვენი გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აქვს უფლება, 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წალენჯიხაში ვიზიტისას განუცხადა. თურნავა ამბობს, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა კანონიერ ფარგლებში უნდა იყოს და აღნიშნავს, რომ გაცემული ნებართვა არა მშენებლობას, არამედ მიწათსარგებლობას ეხებოდა.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" არის მნიშვნელოვანი გლობალური ინვესტორი, რომელიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას აკეთებს ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკის განვითარებაში, ფოთის პორტი არის უმნიშვნელოვანესი და ვაფასებთ მათ წვლილს. მათ უფლება აქვთ სამართლებრივ ჭრილში განიხილონ ჩვენი გადაწყვეტილება. მათთან ურთიერთობა კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი, ყველა დარღვევა უნდა აღმოიფხვრას, სხვაგვარად არ ეკადრება არც სახელმწიფოს, სამინისტროს და გლობალურ ინვესტორს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დოკუმენტი გაცემული იყო ისე, რომ არ ვიყავით საქმის კურსში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მშენებლობა მაგ დოკუმენტის საფუძველზე არ დაიწყებოდა. ეს არ იყო მშენებლობის ნებართვა, რადგან ამისთვის არაერთი დასკვნა და დასაბუთებაა საჭირო.  თუკი ასეთ რამეს წარმოადგენენ, განვიხილავთ მას, მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში", - აღნიშნა მინისტრმა. 

"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაუქმებულ ბრძანებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. კომპანიაში სამართლებრივი ღონისძიებებისთვის მიმართვას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.