მარტვილის სოფელ ნაგებერას მკვიდრი 24 წლის წინ დაკარგული დათო გახოკიძე ორი დღის წინ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ნაგებერას რწმუნებულმა ირაკლი დანელიამ უთხრა.
მისი თქმით, ბიჭი წლების წინ თბილისში დაიკარგა და ოჯახი მას შემდეგ ეძებდა. დანელიამ გვითხრა, რომ დათომ თავისი ოჯახის შესახებ ქუთაისის ციხეში გაიგო, სადაც ის რამდენიმე თვის წინ მოხვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, საკანში, სადაც დათო გახოკიძე იმყოფებოდა, მათივე თანასოფლელიც ყოფილა, რომელმაც იცნო. დედა-შვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ გვერდმა "სენაკის ქრონიკამ" გაავრცელა. სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები