ახალი ამბები
რუსი უფლედამცველები ტურისტებისთვის აფხაზეთის „შავ სიაში“ შეტანის წინადადებით გამოდიან
უფლებადამცველი ორგანიზაცია „რუსკი გოლოსის“ წევრებმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებას მიმართეს წინადადებით, „აფხაზეთი რუსი მოქალაქეებისთვის არასასურველი ქვეყნების სიაში შეიტანოს“, წერს გამოცემა „სვობოდნაია პრესა“. ორგანიზაცია აფხაზეთში მცხოვრებ რუს მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც „რეიდერობის“ და მსგავსი დანაშაულების შედეგად დაზარალდნენ“. მას მოსკოველი მეწარმე მიხაილ პანოვი ხელმძღვანელობს, რომელმაც, გამოცემის ცნობით, „2010 წელს გადაწყვიტა ინვესტიციები ჩაედო რესპუბლიკის ეკონომიკაში და სოფელ ლიხნიში პლასტიკის მილების მწარმოებელი ქარხანა ააშენა, თუმცა მალევე, აფხაზი ძალოვანების და მოხელეების მხრიდან რეიდერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა“. უფლებადამცველები თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ „აფხაზეთი გამოირჩევა უკიდურესად დაძაბული შიდაპოლიტიკური და კრიმინოგენული სიტუაციით.

„აფხაზეთში ჩასული ტურისტები მუდმი საფრთხის ქვეშ არიან. დამსვენებლების, დაახლოებით, მესამედს ძარცვავენ და ხშირად ავტომობილებსაც ჰპარავენ... საკმარისია, გავიხსენოთ, მოსკოველი ბიზნესმენის ანდრეი კაბანოვის მკვლელობა, რომელიც სოფელ პრიმორსკოეში ისვენებდა, როდესაც მის ოჯახს ბანდიტები დაესხნენ თავს... სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობის ნაწილს მასიურად აქვს წვდომა იარაღთან და სამართალდამცავ ორგანოებში კი ტოტალური კორუფციაა გამეფებული“, - აცხადებენ „რუსკი გოლოსის“ წარამომადგენლები.

ამასთან ერთად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ოფიციალური სურათი, სრულიად საწინააღმდეგოა: რუსეთის ხელისუფლება გეგმავს სუფსიდიების განახორციელოს სამგზავრო გადაზიდვების სფეროში, სოჭი - აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო აფხაზმა პრემიერ - მინისტრმა ვალერი ბგანბამ პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „აფხაზეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტორებმა 6 მილიარდი რუბლი ჩადეს“.

თავის მხრივ, „სვობოდნაია პრესას“ ექსპერტები გამოდიან წინადადებით, ინვესტორთა თანხები აფხაზეთში ახალი ციხის მშენებლობაში ჩაიდოს, ხოლო ამ დროის განმავლობაში, მსჯავრდებულები რუსეთში გადაიყვანონ. მათი შეფასებით, „ეს ზომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას რესპუბლიკაში“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.